პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ეს არის ერთგვარი ტრადიცია, რაც საკანონმდებლო ორგანოში ბოლო წლებში ჩამოყალიბდა.
ამ დღეს, პარლამენტის წევრები და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
დონაციის აქცია საკანონმდებლო ორგანოში შ.პ.ს. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა ჩაატარა.