"საქმეში წარმოდგენილია სამი ექსპერტიზა - ვიდეო და ფონოსკოპური, სადაც დადგენილია, რომ ნამდვილად ბაჩო ახალიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება", - ამის შესახებ ბაჩო ახალიას საქმის პროკურორმა, პოლიტიკოსის წინააღმდეგ წარდგენილი კიდევ ერთი ბრალის შესახებ განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
ანა ლეკიაშვილის თქმით, აღნიშნული მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
"ეს იყო პირდაპირი მოწოდება ღია სასამართლო სხდომაზე, რომელსაც არაერთი პირი ესწრებოდა, რომელიც გავრცელდა ღია წყაროებში, მათ შორის ტელევიზიების, სოციალური ქსელების მეშვეობით.
ნებისმიერი ადამიანის განცხადება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ამტკიცოს, რომ არის მისი აზრი, თუმცა ეს უნდა შეფასდეს იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს და მასში დადგენილ ნორმებს.
7 მარტს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ყველაფერს შესაბამისი შეფასება ესაჭიროება, მოპოვებული იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე, გამოიკითხა არაერთი პირი, მათ შორის, დამსწრე მანდატურები, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. ჩატარდა ექსპერტიზები. საქმეში წარმოდგენილია სამი ექსპერტიზა - ვიდეო და ფონოსკოპიური, სადაც დადგენილია, რომ ნამდვილად, ბაჩო ახალიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება", - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
ცნობითვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას მიმართ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი გაიმართა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 21 მაისი განისაზღვრა.
პროცესს ესწრებოდა ბაჩო ახალაიაც, რომელსაც ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარედგინა მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.