10 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
"მაჩაბელი 2026" - ლიტერატურული კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

ლიტერატურულ კონკურს "მაჩაბელი 2026-ისთვის" განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსმა ქვეყნის მასშტაბით უნდა გამოავლინოს საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, საუკეთესო პიესა, საუკეთესო პუბლიცისტური კრებული და საუკეთესო პოეტური ან პროზაული თარგმანი.

კონკურსი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა განაცხადების მიღება 30 აპრილს სრულდება. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიაც.

დღის ამბები