02 აგვისტო 2026,   03:14
ვრცლად
ყვარელში ავარიას პოლიციელი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყვარელში ავარიის შედეგად 52 წლის პოლიციელი ქალი დაიღუპა. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი, მოცურების შედეგად მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი ქალი იჯდა.

დღის ამბები