02 აგვისტო 2026,   14:51
ვრცლად
"ეს იქნება სანიმუშო და დაწესებულება, რომელსაც რეალურად ექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად აღმოფხვრას როგორც პროფესიული, ისე სერვისების თვალსაზრისით არსებული დეფიციტები" - მიხეილ სარჯველაძე მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

"შესანიშნავად აშენებული ნაგებობის ფარგლებში, ახალი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მოემსახურება არა უბრალოდ პრაქტიკული თვალსაზრისით სამედიცინო სერვისების მიწოდებას, არამედ ეს იმავდროულად იქნება კერა, სადაც მოხდება ფსიქიატრიული მიმართულებით პროფესიონალების დახელოვნებაც და, შესაბამისად, ბაზა პროფესიული დეფიციტების შესავსებად.

ვფიქრობ, ეს იქნება მართლაც სანიმუშო და კარგი დაწესებულება, რომელსაც რეალურად ექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად აღმოფხვრას როგორც პროფესიული, ისე სერვისების თვალსაზრისით არსებული დეფიციტები," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები