დიდუბეში ფრენბურთის სასკოლო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ტურნირის აბსოლუტური ლიდერი 155-ე სკოლა გახდა - მათმა გუნდებმა ოქროს მედლები ორივე კატეგორიაში - როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის მოიპოვეს.
გამარჯვებულები რაიონის გამგებელმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დააჯილდოვეს.
ექვსდღიან შეჯიბრებაში "დიდუბე 2026" რაიონის სულ 16 სკოლა მონაწილეობდა.