ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ინფორმაციას "ტელეგრამ" არხზე ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მისივე ცნობით , რუსეთის იერიშების შედეგად ქალაქში სამშობიარო სახლი დაზიანდა. ასევე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელი შენობების ნაწილს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.