ერევანში, არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში, გალა კონცერტი "მუსიკალური ბათუმი ერევანში" გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი". გალა კონცერტი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის საგალობლით გაიხსნა და მის ხსოვნას მიეძღვნა.
მუსიკალური პროგრამის დაწყებამდე აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.