08 ივნისი 2026,   11:54
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი რევოლვერი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"პოლიციამ გ.ლ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები