ხვალ, თბილისში 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია გაიმართება.
ორგანიზატორები ბანკი "ქართუ," ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაცია არიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250-ზე მეტი დელეგატი, 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან. კონფერენცია უმასპინძლებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე, პანელურ დისკუსიებს.
კონფერენცია პირველად ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ ფინანსურ სივრცეში.
"კონფერენცია პირველად ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საკმაოდ წარმომადგენლობითი დასწრება იქნება - ბანკები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, ტექნოლოგიური კომპანიები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას, როგორც რეგიონული, ფინანსური ცენტრის.
ამავდროულად, კომპანიებს ექნებათ საშუალება, რომ გაცვალონ საკუთარი მოსაზრებები, შეხედულებები, გამოცდილება ახალ ტექნოლოგიურ პროგრესზე, ცვლილებებზე, რეგულაციურ საკუთხებზე. ეს ყველაფერი საერთო ფორმატში ხელს შეუწყობს კვალიფიკაციისა და გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენი ბაზრის კიდევ უფრო გაცნობას," - აღნიშნა ბანკი "ქართუს" გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ.