08 ივნისი 2026,   10:03
ვრცლად
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული უ.ი. ბათუმში დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

მათივე ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დღის ამბები