08 აგვისტო 2026,   02:41
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოში იმყოფება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში იმყოფება.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ის მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

"მოხარული ვართ მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში.

ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს", - წერს საელჩო.

დღის ამბები