11 აგვისტო 2026,   12:30
ვრცლად
სიონის ტაძარი გვიანობამდე ღია იყო მრევლს უწმინდესისთვის პატივის მიგება ღამის 10 საათამდე შეეძლო

გვიანობამდე ღია იყო სიონის კარი. ტაძარში შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება მრევლს ღამის 10 საათამდე შეეძლო.

სწორედ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, თბილისის უძველეს უბანში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე.

ის საქართველოს მეცხრე პატრიარქია, რომელმაც საბოლოო განსასვენებელი სიონის ტაძარში ნახა.

დღის ამბები