11 აგვისტო 2026,   19:58
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს უსამძიმრებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს.

ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული.

ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,"- წერს ირაკლი კობახიძე x-ზე.

დღის ამბები