11 აგვისტო 2026,   21:37
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით მასშტაბური, კომბინირებული შეტევა განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით მასშტაბური, კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 20 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დარტყმის ადგილებში ხანძარი გაჩნდა და თავდასხმის შედეგად ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

საპასუხო დარტყმები განახორციელა უკრაინამ. დრონებით შეტევის შედეგად რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ კომპლექსში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

დღის ამბები