დღეს, მთავრობის მეთაური მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოს პატრიარქზე ისაუბრებს. ირაკლი კობახიძე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. პრემიერი უკვე უნგრეთშია.
კონფერენციას ყოველწლიურად ვიქტორ ორბანი ხსნის, შეკრებილ ლიდერებს კი ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ მისალმებას უგზავნის დონალდ ტრამპი.
"თუ ჩვენ დავეცემით, ევროპაც დაეცემა. ჩვენი მეგობრები ევროპაში და მთელ მსოფლიოში ამას ხვდებიან, ამიტომაც ყველა, ვინც მნიშვნელოვანია, აქ იქნება," - ვკითხულობთ სიპაკის ოფიციალურ განცხადებაში.