18 ივნისი 2026,   13:16
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის "ფასლეინის" ბირთვულ ბაზაზე შეღწევის მცდელობისას ორი ადამიანი დააკავეს - BBC

"ფასლეინის" საზღვაო ბაზაზე შეღწევის მცდელობისას, სადაც ბრიტანეთის ბირთვული წყალქვეშა ნავებია განთავსებული, ორი ადამიანი დააკავეს - ინფოირმაციას BBC ავრცელებს.

შოტლანდიის პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს, დაახლოებით საღამოს 5:00 საათზე, კლაიდის საზღვაო ბაზაზე 34 წლის მამაკაცი და 31 წლის ქალი დააკავეს.

პოლიციის წარმომადგენლის გფანცხადებით, გამოძიება გრძელდება.

სამეფო საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილებმა "წარუმატებლად სცადეს" ჰელენსბურგის, არგაილისა და ბიუტის მახლობლად მდებარე ბაზაზე შეღწევა.

 

დღის ამბები