13 აგვისტო 2026,   14:33
ვრცლად
პარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბანერი განთავსდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე პატრიარქის ბანერი გამოიფინა.

სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე.    

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია.

სამების ტაძარში კი, სადაც პატრიარქი გუშინ გადაასვენეს, 24 საათის განმავლობაში მომლოცველთა რიგი არ წყდება, მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.

დღის ამბები