ფოთში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ფოთის მერთან ერთად ქალაქში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი, თანამედროვე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე და მოხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება. ამ ეტაპისთვის სამუშაოები ერთდროულად ქალაქის 16 ქუჩაზე ხორციელდება.