ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანში დარტყმების სერია განახორციელეს. იერიშების სამიზნე გახდა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" და "ბასიჯის" შტაბ-ბინები, რომლებიც, "ცახალის" განმარტებით, ისრაელისა და რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვისთვის და კოორდინაციისთვის გამოიყენებოდა.
ისრაელის ჯარი შევიდა სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიაზეც, სადაც "ჰეზბოლას" პოზიციებია განთავსებული.
მედია წერს, რომ ამჟამად რადიკალურ დაჯგუფებასთან პირდაპირი შეტაკებები მიმდინარეობს.
პარალელურად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, დრონის აფეთქების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. აეროპორტმა ფუნქციონირება დროებით შეაჩერა.