18 ივნისი 2026,   13:11
ვრცლად
აბუ-დაბიში, ავტომობილზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა - CNN

ოფიციალური პირების განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში, ავტომობილს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 11:00 საათზე , X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აბუ-დაბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ რაკეტა ალ-ბაჰიას რაიონში, სამოქალაქო პირთა ავტომობილს დაეცა და მსხვერპლი პალესტინელი იყო.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რაკეტა ჩაჭრეს, თუ სამიზნეს მოხვდა.

დილით ადრე, აბუ-დაბის პოლიციამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტის საფრთხე გაანეიტრალეს და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები