აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, ჩაერიონ და დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში კრიზისის ესკალაციაში. ინფორმაციას abc ავრცელებს. მათივ ინფორმაციით, დონალდ დრამპის შეფასებით, ეს "ყოველთვის გუნდური ძალისხმევა უნდა ყოფილიყო" და ეს ნაბიჯი "მარადიულ მშვიდობამდე" მიგვიყვანს.
საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ "მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობს იღებენ, ამ გასასვლელზე უნდა იზრუნონ", შეერთებული შტატები კი მათ "დაეხმარება".
აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შტატები "კოორდინაციას გაუწევს" დამხმარე ქვეყნებს. პრეზიდენტის წინა პოსტში კი, გაერთიანებული სამეფო დასახელდა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაგანაც მას სრუტეში გემების გაგზავნა სურს. თუმცა მედიის ცნობით, ერთი კვირის წინ, პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, უარი თქვა გაერთიანებული სამეფოს შესაძლო დახმარებაზე მას შემდეგ, რაც მათ თავის მხრივ უარი თქვეს აშშ-თვის ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე.
"არა უშავს პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში მონაწილეობენ მას შემდეგ, როცა უკვე გავიმარჯვებთ!" - განაცხადა ტრამპმა გასულ კვირას.