18 ივნისი 2026,   19:29
ვრცლად
უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ტიხორეცკის გარეუბანში მდებარე ნავთობის ბაზაზე

უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ტიხორეცკის გარეუბანში მდებარე ნავთობის ბაზაზე. ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. იერიშის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ნავთობის კვანძი, რომელიც რუსეთის სამხრეთში ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანზიტო პუნქტია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიას დღის განმავლობაში 300-მდე დრონით შეუტიეს, 280 კი მოიგერიეს. დრონებით შეტევის გამო, შეზღუდვები რამდენიმე აეროპორტში დაწესდა.

დღის ამბები