აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, ომის დაწყებიდან ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ში 50 000-ზე მეტი ამერიკელი დაბრუნდა. ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით CBS ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უსაფრთხოების საკითხებში უშუალოდ 34 000 ამერიკელს გაუწია მგზავრობაში დახმარება. დეპარტამენტი დაუკავშირდა ყველა ამერიკელს, ვინც მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.