18 ივნისი 2026,   14:17
ვრცლად
ირანში, Starlink-ის მეშვეობით ინტერნეტის სავარაუდო გაყიდვისთვის, ერთი პირი დააკავეს - ეს ქვეყანაში პატიმრობით ისჯება

ირანის პოლიციამ სამხრეთ ფარსის პროვინციაში დააკავა პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში Starlink-ის მეშვეობით გაუფილტრავი ინტერნეტის გაყიდვას აბრალებს. ინფორმაციას BBC, ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფარსის პროვინციის პოლიციის მეთაურის მოადგილის განცხადებით, დაკავებულია 37 წლის მამაკაცი, რომელსაც "სამალავში Starlink-ის მოწყობილობა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა აღმოუჩინეს".

ომის დასაწყისშივე, მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვის გამო, ირანში მყოფ ადამიანებთან დაკავშირება კვლავ რთულია, თუმცა ზოგიერთი ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული მაცხოვრებელი Starlink-ის მოწყობილობებს იყენებს და კავშირს სხვებს უზიარებს.

ირანში Starlink-ის გამოყენება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები