18 ივნისი 2026,   15:33
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში ფლაერები ჩამოყარეს, მოსახლეობას "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებენ 

ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ ბეირუთში ფლაერები ჩამოყარეს, რომლებითაც მშვიდობიან მოსახლეობას "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ The Times Of Israel ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

"თუ გსურთ იყოთ რეალური ცვლილებების ნაწილი და წვლილი შეიტანოთ თქვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და დაცვაში, ჩვენ მზად ვართ მოგისმინოთ", - წერია ფლაერებში, რომლებზეც დატანილია სამხედრო დაზვერვის დირექტორატის 504-ე ქვედანაყოფის ლოგო.

დღის ამბები