ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთით, ნაზარეთთან მდებარე დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. აფეთქებების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. ამავდროულად, შტატებისა და ისრაელის გაერთიანებული ძალები ირანის მასშტაბით შიდა უსაფრთხოებისა და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებენ.
ისრაელის თავდაცვის განცხადებით, იერიშის სამიზნე გახდა ირანში მდებარე ბირთვული ობიექტი.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ერაყის დასავლეთ ნაწილში ამერიკულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. უწყების განცხადებით, ინციდენტი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის დროს "მეგობრულ საჰაერო სივრცეში" მოხდა. დაჯგუფება "ერაყში ისლამურმა წინააღმდეგობამ" განაცხადა, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს.