ტყიბულის მუნიციპალიტეტში სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.
შემთხვევის ადგილზე მცხოვრებლები, გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. ერთ ერთ ადგილობრივის თქმით, ტერიტორია მაშველების დახმარებით დატოვეს.
"საშინელი ხმები ისმოდა, ამასთან ერთად იყო საშინელი ქარი. თითქოს ინგრეოდა ტყე. ზემოდან მოდიოდა ღვარცოფი. მერე, მაშველები მოვიდნენ და გვიშველეს, იმათმა გამოგვიყვანეს", - ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი განვითარდა. დანგრეულია 5 სახლი. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.