საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში პლატფორმის ოფიციალურად შემოსვლასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
Bybit-ის წარმომადგენელმა საქართველოში არსებული პროგრესული და გამჭვირვალე რეგულაციები საერთაშორისო კომპანიებისთვის ინვესტირებისთვის საუკეთესო მოტივაციად დაასახელა.