06 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გლობალური ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გლობალური ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს.

Bybit-ი საქართველოში ოპერირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადასახადო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე.

მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა გიგანტური კრიპტოკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობაზე.

"ჩვენი საფინანსო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში გამოირჩევა მდგრადობით. ამის კვალდაკვალ, მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ მეტად ავიმაღლოთ გლობალური კონკურენტუნარიანობა, რისთვისაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთი აუცილებელი და მთავარი პრიორიტეტია.

ამ პროცესის საუკეთესო ილუსტრაციაა მსოფლიოში ზომით მეორე კრიპტოაქტივების ბირჟის, Bybit-ის საქართველოში შემოსვლა. კომპანია ევროკავშირში ავტორიზებული პლატფორმით ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს ციფრული აქტივების ბაზარზე," - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

დღის ამბები