18 ივნისი 2026,   14:41
ვრცლად
თეირანის მცხოვრებლები ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყებიან - Associated Press 

Associated Press-ის ინფიორმაციით, თეირანის მცხოვრებლები ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყებიან. 

ფართომასშტაბიანმა დარტყმებმა დასავლეთ ნაწილში მდებარე მრავალ უბანში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ერთ-ერთმა პირმა მედიას განუცხადა, რომ საცხოვრებელ შენობაზე განხორციელებული დარტყმის მომსწრე გახდა.

ირანული მედიის ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათს ირანის ტერიტორიაზე ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდებოდა.

დღის ამბები