სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიონზე მეტი ლარის გადახდას ავალებდა.
გადაწყვეტილება, სააპელაციოში დაცვის მხარემ გაასაჩივრა. მიხეილ სააკაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გაფლანგული ფულის, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.