10 აგვისტო 2026,   18:38
ვრცლად
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები საჯარო ლექციებს, შეხვედრებს და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას გამართავენ.

"მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სამშვიდობო ინიციატივების და ნდობის აღდგენის მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებთ დევნილ ახალგაზრდებზე", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა.

დღის ამბები