18 ივნისი 2026,   18:04
ვრცლად
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო - ზელენსკი

უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია 24/7-ზე რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ამჟამად, მათი სრული ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა კონცენტრირებული.

ზელენსკის თქმით, მან მომლაპარაკებელთა გუნდს დაავალა ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ დამკავშირებოდნენ და ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის მათი მზადყოფნა დაედასტურებინათ, იმ ფორმატში, რომელიც ომის დასრულებას რეალურად შეუწყობს ხელს.

"მე შეხვედრა გავმართე ჩვენს მომლაპარაკებელთა ჯგუფთან. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ მხარესთან პრაქტიკულად 24/7 კომუნიკაცია შევინარჩუნოთ. ამჟამად, ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტი და სრული ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა კონცენტრირებული და ამიტომ, ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა ამერიკული მხარის წინადადებით გადაიდო. თუმცა, უკრაინა მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს, ფორმატში, რომელიც როგორც სასარგებლო, ასევე რეალისტურია ომის დასრულების თვალსაზრისით.

გუნდმა რუსული მხარის გეგმების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პირველ რიგში ჩვენი სადაზვერვო სამსახურების წყალობით. მე დავავალე გუნდს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ჩვენი მზადყოფნა სტრატეგიული თანამშრომლობისთვის უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით დრონების თავდასხმისგან დაცვაში და, მეორეც, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მზადყოფნა, ჩავერთოთ მნიშვნელოვან სამუშაოში, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად", - წერს ზელენსკი.

დღის ამბები