KyivPraide-მა, კიევში თანასწორობის მარშისა და KyivPraid Park ფესტივალის ჩატარება დააანონსა.
კიევში, ამ ზაფხულს კიდევ ერთი თანასწორობის მარშის ჩატარებას გეგმავენ. KyivPraide-მა 2026 წლის მთავარი პრაიდის ღონისძიებების თარიღები გამოაცხადა, რომლებიც გასული წლების მსგავსად ივნისში გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, პროგრამა ორი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:
14 ივნისი – KyivPraid Park-ის ფესტივალი
21 ივნისი – KyivPride-ის მარში დედაქალაქის ცენტრში.
2024 წელს, კიევმა ლგბტ მარშს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ პირველად უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა აქტივისტებმა, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო პოლიტიკოსებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა მიიღეს.
მონაწილეებს შორის ლგბტქ+ სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი უფლებების მნიშვნელობას, ომის დროსაც კი.
KyivPride-ის გუნდი იუწყება, რომ ივნისის მოახლოებასთან ერთად, ისინი თანდათანობით გამოაქვეყნებენ მეტ ინფორმაციას მომავალი ღონისძიებების შესახებ.