უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირაში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრებიან, რათა პარტნიორ ქვეყნებს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელი სპეციალისტები ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და პარტნიორებს საჭირო დახმარებას გაუწევენ.
"მომავალ კვირაში, როდესაც ექსპერტები ადგილზე იქნებიან, ისინი შეაფასებენ ვითარებას და დაეხმარებიან.
თუ გარკვეული რესურსების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ძალიან გვინდა, რომ ეს ორმხრივი გზა იყოს. თქვენ იცით, რა რესურსები გვაკლია და ჩვენ გვესმის, რა რესურსები აკლიათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს"- განაცხადა ზელენსკიმ.