02 აგვისტო 2026,   07:18
ვრცლად
სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარი გამოიყო

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა.

პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ შეარჩია, განხორციელდება 38 ინფრასტრუქტურული პროექტი.

სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 738 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

დღის ამბები