10 აგვისტო 2026,   02:42
ვრცლად
წარმოუდგენელია, როდესაც ადამიანი არის საქართველოს გენერალი და საუბრობს სავარაუდო სამიზნეებზე - არჩილ გორდულაძე

"ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს" - ვახტანგ კაპანაძის ეს განცხადება "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დასტურია თუ როგორ ცდილობენ მათი ოპონონეტები ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და საქართველო დარტყმის სამიზნედ აქციონ. გენერალ-მაიორმა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა დაასახელა საქართველოში კონკრეტული ობიექტებიც, რომელიც მისი მოსაზრებით, შესაძლოა, ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველის განცხადებები მმართველი გუნდისთვის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ საჭიროა ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯების გადადგმა. 

"წარმოუდგენელია, როდესაც ადამიანი არის საქართველოს გენერალი და საუბრობს სავარაუდო სამიზნეებზე. შეუძლებელია, რომ ადამიანს უყვარდეს სამშობლო და საუბრობდეს სუსტ წერტილებზე, სადაც შეიძლება თავდასხმა მოხდეს. 

მაშინ, როდესაც ომის ქარცეცხლი ტრიალებს ჩვენი ქვეყნის გარშემო და ამ დროს აირჩევ, რომელიმე მხარეს აპრიორი ჩართული ხარ ომში, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. ამიტომაც ასეთ დროს საჭიროა ფრთხილი მოზომილი ნაბიჯების გადადგმა", - აცხადებს გორდულაძე. 

დღის ამბები