სოციალურ ქსელში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე გაკეთებულ განცხადებებს, "რუსთავი 2-ის" ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე რევიშვილი ეხმაურება.
რევიშვილმა პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და მაგდა პოპიაშვილის მიერ გავრცელებულმა შეფასებებმა აქტიური განხილვა გამოიწვია. მისი თქმით, სამხედრო მიმართულება მოიცავს დრონებისა და რაკეტების გამოყენებას, ხოლო მეორე მიმართულება საინფორმაციო გავლენას უკავშირდება, რაც სხვადასხვა ქვეყნებში პანიკის დათესვას ემსახურება.
"ხალხო, შეიძლება დიდი გეოპოლიტიკოსი არ ვიყო, მაგრამ ეს ხო მარტივია ძალიან და მითხარით თუ ვცდები:
ირანის სტრატეგია აგებულია ორ მიმართულებაზე -
1 - უშუალოდ საბრძოლო მიმართულება (დრონები, რაკეტები და აშ, რომელსაც უკვე აგონიურად ისვრიან აქეთ-იქით) და
2 - საინფორმაციო მიმართულება - მეზობელი ქვეყნების ობიექტებზე დარტყმების დაანონსება სხვადასხვა ქვეყნებში ხალხის დაპანიკებისთვის).
ირანული სტრატეგიის მეორე მიმართულებას მაქსიმალურად აძლიერებენ და მათ საქმეს ბოლომდე აკეთებენ გვარამია, პოპიაშვილი და მსგავსი ხალხი, რომლებიც დრონებზე, ბაქო-ჯეიჰანზე და ასეთ საკითხებზე ისტერიულად წერენ! სხვა რა მიზანი უნდა ქონდეს არ მესმის, აბა რა დროს ამ თემაზე პიარია, მთელი მსოფლიო ცეცხლშია გახვეული!"- წერს ელენე რევიშვილი.

