18 ივნისი 2026,   14:29
ვრცლად
"ისფაჰანში მდებარე სამხედრო კომპლექსზე დარტყმა პრევენციულ ხასიათს ატარებდა... გარდა ამისა, განადგურდა ბალისტიკური რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების სხვა საცავებიც" - ისრაელის საჰაერო ძალები

ისრაელის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სამხედრო დაზვერვის მონაცემებსა და ოპერატიულ სამსახურებთან კოორდინაციაზე დაყრდნობით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ღამით, ირანის ტერიტორიაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს.

უწყების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო დასავლეთ ირანში, ისფაჰანში მდებარე სამხედრო კომპლექსი, რომელიც "Qadr"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების შესანახად და გასაშვებად გამოიყენებოდა.

"აღნიშნულ ობიექტზე დარტყმა პრევენციულ ხასიათს ატარებდა. გარდა ამისა, განადგურდა ბალისტიკური რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების სხვა საცავებიც.

ამ ოპერაციამ რამდენიმე რეგიონში ისრაელის საჰაერო უპირატესობა განამტკიცა.

ისრაელის თავდაცვის ძალები არ დაუშვებს ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას. ისრაელი გააგრძელებს ირანის ტერორისტული რეჟიმის სისტემების მიზანმიმართულ განადგურებას და ხისტად იმოქმედებს მისი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ყველგან, სადაც ეს საჭირო იქნება", - აღნიშნულია ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებაში.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები