18 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა. ინფორმაციას The times of israel-ი აქვეყნებს

საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ამოდის კვამლი აღნიშნული ტერიტორიიდან.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ისინი ახორციელებდნენ საჰაერო დარტყმების "ფართომასშტაბიან" ტალღას თეირანში ირანის რეჟიმის სამიზნეების წინააღმდეგ". 

დღის ამბები