ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
დედოფლისწყაროში მიმდინარეობს დალის სათავენაგებობის მოდერნიზაცია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე უკუოსმოსის სისტემას აშენებს, რომელიც წყალსსრულ გაწმენდის ციკლს გაუვლის და საათშიდაახლოებით 300 კუბურ მეტრ სუფთა წყალს უზრუნველყოფს. 6 მილიონიანი ლარის ღირებულების პროექტი 2026 წლის ზაფხულში დასრულდება დაშედეგად, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ როგორც დედოფლისწყაროს, ისე ხორნაბუჯისა და სამრეკლოს მოსახლეობა.
ქალაქში ასევე მიმდინარეობს №1 საჯარო სკოლის მშენებლობა. 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტითა და სპორტული სივრცეებით. პროექტის ღირებულება 15.9 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონისმშენებლობა 300 მაყურებელზე გათვლილიტრიბუნით. მუნიციპალური განვითარების ფონდიქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ ასეთ ობიექტს აშენებს.
სოფელ სამრეკლოში აშენდება 75 ბავშვზეგათვლილი ახალი საბავშვო ბაღი, რომლისდაფინანსება 1.8 მილიონ ლარს შეადგენს.
დასრულებულ და დაგეგმილ პროექტებს მინისტრილაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც გაეცნო. სოფელმსხალგორში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვობაღის მშენებლობა უკვე დასრულდა.
სოფელ ყარაჯალაში სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა — მოეწყოთანამედროვე საკლასო ოთახები, ლაბორატორია, სპორტული დარბაზი და ინფრასტრუქტურაადაპტირდა სპეციალური საჭიროებების მქონემოსწავლეებისთვის. პროექტი საქართველოსმთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისიღირებულება 2.3 მილიონ ლარს შეადგენს.
ლაგოდეხში ასევე იგეგმება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აუზებით, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზებით, სამედიცინოდა ფიზიოთერაპიის სივრცეებით. სოფელ ჭაბუკიანშიაშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით.
რეგიონებში თანამედროვე განათლების, სპორტისადა კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროექტების მონიტორინგი აქტიურად გაგრძელდება.