02 აგვისტო 2026,   14:42
ვრცლად
ოპიუმი, მეთადონი, მარიხუანა და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ბინების, ავტომობილებისა და პირადი ჩხრეკისას ამოიღეს

დილის 6 საათზე, პოლიცია ერისთავის ქუჩაზე, ნარკოდანაშაულის ფაქტზე მივიდა. აზერბაიჯანის მოქალაქე ნაქირავებ ბინაში 202 გრამ "მეთადონს" ინახავდა. სახლში დამალული ჰქონდა ელექტროსასწორები, ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო პოლიეთილენის პარკები და წებოვანი ლენტები.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული ელნურ ხალილოვია. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ ქუჩაში იმ დროს გადაამოწმა, როდესაც ის წინასწარ შერჩეულ სამალავში ნარკოტიკის დადებას გეგმავდა. პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა 59 შეკვრა "მეთადონი" ამოიღეს.

ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი თბილისში აღიკვეთა. კადრებში უზბეკეთის მოქალაქე ჩანს. "კურიერის" ინფორმაციით, მას დაფასოებული ოპიუმი ჯიბეში ედო და გაყიდვას ე.წ. დადების მეთოდით აპირებდა. პოლიციამ ოპიუმი მისი სახლიდანაც ამოიღო.

ნარკოდანაშაულისთვის, თბილისში, კიდევ 3 პირს დაადეს ხელბორკილები. უმეტესობა დანაშაულს არ აღიარებს.

ოპიუმი, მეთადონი, მარიხუანა და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი ნარკოდანაშაულის მთავარი მტკიცებულებებია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ბინების, ავტომობილებისა და პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. პოლიციამ ნარკოტიკის რეალიზაციის რამდენიმე ფაქტიც აღკვეთა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაკავებულებმა პოლიცია თავად მიიყვანეს იმ ადგილებთან, სადაც კლიენტებისთვის ნარკოტიკი ჰქონდათ დადებული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებზე დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

პოლიციამ ჩხრეკისას დიდი ოდენობით თანხაც ამოიღო, რომელიც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიიღეს.

დღის ამბები