12 აგვისტო 2026,   21:03
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ურთიერთობას ანადგურებს საკუთარ ხალხთან. მას 17%-იანი მოწონება აქვს - შალვა პაპუაშვილი

"ეს განგრძობადი პროცესია ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლისა, რომელიც აირჩია ევროპამ სხვადასხვა ფორმით - ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ უკვე კარგა ხანია ვსაუბრობთ და ჯობია, რომ დაგვიჯერონ," - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, "სფიქთეიტორის" სტატიას ეხმაურება. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა ატლანტიკურ ალიანსს მიზან მიმართულად აზიანებენ. 

"უპირველეს ყოვლისა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ურთიერთობას ანადგურებს საკუთარ ხალხთან. მას აქვს დღეს 17%-იანი მოწონება, თავისივე ხალხში. ასე, რომ დღეს ჩვენ ბრიტანეთის მთავრობის სახით გვესაუბრება უმცირესობის მთავრობა, რომელსაც საკუთარივე ხალხის უმრავლესობა, 83% არ ენდობა და ამ დაბალი ნდობის მქონე მთავრობა ფიქრობს, რომ "პოსტივის" სამ საათიანი გამოშვება განიხილა და აქედან დასკვნების გამოტანა შეუძლია. საკუთარ ხალხზე ვერ გამოაქვს დასკვნები, 17%-იანი მოწონება აქვს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს. ეს განგრძობადი პროცესია ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლისა, რომელიც აირჩია ევროპამ სხვადასხვა ფორმით - ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ უკვე კარგა ხანია ვსაუბრობთ და ჯობია რომ დაგვიჯერონ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები