19 ივნისი 2026,   01:19
ვრცლად
ამერიკული მხარე ჟენევაში ხვალ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდება

უკრაინაში ომის მეხუთე წელიწადი დაიწყო. ქვეყანას ოკუპანტები კვლავ უტევენ. გასულ ღამეს დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა 5. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

ცნობილი ხდება, რომ ჟენევაში ამერიკული მხარე ხვალ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდება. რუსტემ უმეროვთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია სტივ უიტკოფმა დააანონსა.

პარალელურად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე კიევში გამართულ ბრიფინგზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინას 90-ი მილიარდი ევროთი დაეხმარება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინისთვის ახალი, თითქმის მილიარდი ევროს ღირებულების ენერგეტიკული პაკეტის გადაცემის საკითხიც.

შეხვედრის დროს ისაუბრეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე, რაზეც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ამაზე ცალსახა პასუხია "კი" და რომ უკრაინა "სწორ გზაზეა".

დღის ამბები