რუსთავში, ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა.
სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები ნახეს. რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაცია უკვე მოაწოდა და ტერიტორიის შესწავლას, არქოლოგთა ჯგუფი მალე დაიწყებს. საგზაო სამუშაოები, აღმოჩენილი სამარხიდან მოშორებით, გზის მეორე პერიმეტრზეც, არქეოლოგთა მეთვალყურეობით გაგრძელდება.