07 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბადმინტონის მსაჯების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბადმინტონის მსაჯების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა. საქართველოში პირველად ჩატარებული სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა მსაჯობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

გადამზადების მეორე ეტაპი 28 თებერვლიდან დაიწყება და 1 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ჩატარდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. შედეგების საფუძველზე კი მონაწილეებს ეროვნული მსაჯის კომპეტენცია მიენიჭებათ.

პროგრამის მიზანია მსაჯების ოფიციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ფედერაციის მიერ ორგანიზებული ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების მაღალკვალიფიციურ მსაჯობას შეძლებს.

დღის ამბები