09 აგვისტო 2026,   23:10
ვრცლად
გამჭვირვალობის პოლიტიკა იყო "იმედის" ეთერში გამართული დებატების მთავარი თემა - ოპონენტების კითხვებს შალვა პაპუაშვილმა და ლევან მახაშვილმა უპასუხეს

გამჭვირვალობის პოლიტიკა იყო მთავარი თემა დებატებზე, რომელიც "იმედის" ეთერში გაიმართა. ოპონენტების კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უპასუხეს.

აქცენტი გაკეთდა გამჭვირვალობის საჭიროებაზე, გარე ჩარევებზე, უცხოურ დაფინანსებაზე, დაპირისპირების შექმნისა და პოლიტიკური გავლენის მოპოვების მიზნით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ხელისუფლებას კიდევ უფრო მყარი არგუმენტები აქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებზე და იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ფული არ უნდა იხარჯებოდეს. მისი თქმით, ის, რაზეც ხელისუფლება სამი წლის წინ საუბრობდა, თავად ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომელმაც დახურა ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის საქართველოში მავნე პროექტებს აფინანსებდნენ.

დღის ამბები