ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მოფარიკავემ ფინალში თურქ მეტოქეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.