09 აგვისტო 2026,   22:15
ვრცლად
"ყველას მოვუწოდებ, პატივი სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წყობილებას, რადგან ეს არის ფუნდამენტი თანამედროვე, ნორმალური, სტაბილური სახელმწიფოს განვითარების" - ლევან მახაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კონსტიტუციის მნიშვნელობასა და ისტორიაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს ისტორიული თარიღია და ის მთავარი პრინციპები, მიზნები და ღირებულებები, რომლებიც პირველ კონსტიტუციაში იყო ჩადებული, დღემდე აქტუალურია. აქცენტი კეთდება საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომელთა მიზანიც სწორედ ქვეყნის კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაა.

"დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა - პირველი კონსტიტუციის მიღების დღე. საბჭოურ ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებულმა კონსტიტუციამ დროს გაუძლო. რეალურად, ის პრინციპები, ის სულისკვეთება, რაც იყო ჩადებული ამ კონსტიტუციაში, დღემდეა რელევანტური. ყველას მოვუწოდებ, პატივი სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წყობილებას, რადგან ეს არის ფუნდამენტი თანამედროვე, ნორმალური, სტაბილური სახელმწიფოს განვითარების," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.

დღის ამბები